უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ის მოელის, რომ კიევი მიიღებს მკაფიო სიგნალს და „ფორმულას“, ნატოს წევრობის გზაზე. განცხადება რეზნიკოვმა პარასკევს, 23 ივნისს გააკეთა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მომავალ სამიტს ვილნიუსში, ივლისში გამართავს.
პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, ნატოს წევრებისგან ითხოვს, რეალური ნაბიჯები გადადგან უკრაინის დასავლურ თავდაცვით ალიანსში გასაწევრიანებლად. თუმცა, ის იქვე იგი აღიარებს, რომ შეუძლებელი იქნება უკრაინის მიღება მანამ, სანამ უკრაინაში რუსეთის ომი მძვინვარებს.
„მოველით, რომ მოგვცემენ მკაფიო, გასაგებ სიგნალს და ფორმულას, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი“, - ციტირებს რეზნიკოვს უკრაინის სამხედრო პრესცენტრი.
ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. კიევის მოკავშირეები ვერ თანხმდებიან, თუ რამდენად სწრაფად უნდა გაწევრიანდეს კიევი ალიანში.
იმ ფონზე, როცა დასავლეთში კიევის ალიანსებში გაწევრიანებაზე დაობენ, უკრაინის ძალები ქვეყნის სამხრეთში, აგრძელებენ კონტრ-იერიშს რუსული ჯარის წინააღმდეგ, ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად.
Facebook Forum