ციმბირის და ურალის ხანძრების სერიის ფონზე, რომელებსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვლადიმირ პუტინი რეგიონების ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სწრაფად იმოქმედონ.
ასევე ნახეთ: რუსეთი „იწყებს მარცხს“ ომში,“- ნაიჯელ დეივისი„არ შეგვიძლია დავუშვათ გასული წლის ვითარების განმეორება, როცა ტყის ხანძრები, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიური იყო“ - განაცხადა პუტინმა, საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრისას. შეხვედრა სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
ჩუპირიანი, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ახადებს, რომ რუსეთში წელს უკვე დაფიქსირდა 4000-მდე ტყის ხანძარი, რომელმაც გაანადგურა 1300 შენობა, მათ შორის 730 სახლი. ხანძრების გამო, ციმბირის რეგიონ კურგანში, 10 მაისს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ასევე ნახეთ: გაეროს თქმით უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია ვიდრე ოფიციალური მონაცემებითციმბირის კიდევ ერთ რეგიონში, ომსკში, სასამართლომ ქალაქ ნაზივაევსკის მერილს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი გამანადგურებელი ხანძარი იყო, რომელიც ქალაქსა და სოფლებს მოედო. ხანძრის შედეგად, 100-მდე სახლი განადგურდა და 250 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
„Green Space Russia”-ს მონაცემებით, 2021 წელს, ხანძრის შედეგად, რუსეთში 18,8 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა.