მარიუპოლის ოფიციალური პირის განცხადებით, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში, სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ასევე, იქ არიან მებრძოლები, რომლებიც სტრატეგიულ სამხრეთულ ქალაქს იცავენ.
„გარდა სამხედროებისა, [აზოვსტალის] თავშესაფარში, სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. თუმცა, ეს არ ამცირებს ოკუპანტების თავდასხმების ინტენსივობას“ - წერს მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო, „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე.
ბოლო დღეებში, რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, აზოვსტალის ქარხნიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებული იყო.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, შაბათს განაცხადა, რომ სამოქალაქო პირების ევაკუაცია დასრულდა. ვოლოდომირ ზელენსკიმ კი თქვა, რომ კიევი ახლა დაჭრილების ევაკუაციის უზრუნველყოფაზე იმუშავებდა.
აზოვსტალში მყოფი აზოვის პოლკი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქარხანას 34-მა თვითმფრინავმა გადაუფრინა, მათ შორის რვა სტრატეგიული ბომბდამშენით. პოლკი აცხადებს, რომ ქარხანას რამდნიმე მხრიდან გაუხსნეს ცეცხლი, მათ შორის - საზღვაო ფლოტმა, ასევე ტანკებით, საარტილერიო ცეცხლით და რაკეტებით.