ამერიკელების უმეტესობას სჯერა, რომ ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ნაწილობრივ დამნაშავეა

კოპმანია “იპსოსისა“ და სააგენტო „როიტერის“ ერთობლივი კვლევის მიხედვით, ზრდასრული ამერიკელების 71%-ს სჯერა, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ნაწილობრივ მაინც, დამნაშავეა იმაში, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში მოხდა. გამოკითხვის თანახმად, ასე ფიქრობს, რესპუბლიკელებად დარეგისტრიტებული მოსახლეობის, თითქმის ნახევარიც.

უფრო ნაკლებია იმათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ამ დანაშაულისთვის ტრამპი უნდა გამტყუნებულიყო, სენატში გამართულ სასამართლოს ტიპის მოსმენაზე. ისინი, ვინც თვლიან, რომ პრეზიდენტი საკუთარი მოწოდებების გამო უნდა დასჯილიყო, გამოკითხულთა ნახევარია.

კვლევაში 998 ამერიკელი იღებდა მონაწილეობას. გამოკითხვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც პარასკევს, 12 თებერვალს, დაცვის მხარემ სენატში საკუთარი არგუმენტები წარადგინა.

ასევე ნახეთ: ბაიდენის თქმით, ტრამპის იმპიჩმენტის პროცესმა აჩვენა, რომ „დემოკრატია ძალიან მყიფეა“

კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ტრამპის როლთან დაკავშირებით შეკითხვაზე, ამერიკელების 30% პასუხობს, რომ ტრამპი „სრულადაა“ პასუხისმგებელი მომხარდზე.

25% ამბობს, რომ ტრამპი დიდიწილადაა დამნაშავე, 16% ფიქრობს, რომ ნაწილობრივ დამნაშავეა, ხოლო 29% თვლის, რომ ტრამპი მომხდართან არაფერ შუაშია.

2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დაარბიეს შენობა, შეაჩერეს არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესი და სენატორებთან ერთად, პალატის სპიკერ ნენსი პელოსისა და მაშინ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ემუქრებოდნენ.

დარბევის შედეგად, გარდაიცვალა 5 ადამიანი, დაშავდა ასზე მეტი და დაკავებულია 200-მდე პირი. ვაშინგტონის მერს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწია და ასევე, საჭირო გახდა ეროვნული გვარდიის წევრების მობილიზებაც. მათი ნაწილი, დღემდე ქვეყნის დედაქალაქში რჩება.

ასევე ნახეთ: სენატმა ტრამპი უდანაშაულოდ ცნო, ვაშინგტონში იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა

გამოკითხვამდე არსებობდა განწყობა, რომ ტრამპის ბრალეულობაში უფრო მეტი დემოკრატი იქნებოდა დარწმუნებული, ვიდრე რესპუბლიკელი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც რესპუბლიკელების ნახევარი ფიქრობს განსხვავებულად. ისინი პრეზიდენტს მომხდარში, „ნაწილობრივ“ დამნაშავედ ცნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების უმეტესობას ტრამპის ბრალეულობის სჯერა. გაცილებით ნაკლებია იმათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ პრეზიდენტი უნდა დასჯილიყო ამ საქციელისთვის. გამოკითხულთა 50%-მა თქვა, რომ ტრამპს დასჯიდა ეს რომ მათი გადასაწყვეტი ყოფილიყო. 38%-მა თქვა, რომ ტრამპი არ უნდა დაისაჯოს, ხოლო 12% დარწმუნებული არ არის.

როგორც ჩანს, გამოკითხულების მსგავსად ფიქრობდნენ სენატორებიც. 100 კაციანი შემადგენლობის სენატიდან, ტრამპის ბრალდებულად გამოცხადებას, მხარი 57-მა წევრმა დაუჭირა. პრეზიდენტის საბოლოოდ გასამტყუნებლად კი სენატის 2/3-ის, ანუ 67 სენატორის ხმა იყო საჭირო.

ასევე ნახეთ: იმპიჩმენტის გრძელვადიანი შედეგები ამერიკის ისტორიაში

ამგვარად, დონალდ ტრამპი, სენატმა მეორე საიმპიჩმენტო სასამართლო მოსმენების შემდეგაც გაამართლა. თუმცა, არაფერი შეცვლის იმას, რომ დონალდ ტრამპი, ამ დროისთვის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი ამერიკის პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. პირველად მას ბრალი „ძალაუფლების გადაჭარბებაში“. ხოლო მეორე „ამბოხის წახალისებაში“ ედებოდა.

Your browser doesn’t support HTML5

ტრამპის იმპიჩმენტის გაკვეთილი