ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის თქმით, ტრამპის იმპიჩმენტის პროცესმა აჩვენა, რომ „დემოკრატია ძალიან მყიფეა“


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შაბათს, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმპიჩენტო პროცესის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ის იმპიჩმენტის პროცესის შეფასებისგან აქამდე თავს იკავებდა და ამბობდა, რომ ეს კანონმდებლების გადასაწყვეტია. ბაიდენმა თქვა, რომ ამ პროცესმა ნათლად შეახსენა ყველას, რომ დემოკრატია ძალიან მყიფეა და ყველა ამერიკელის მოვალეობაა, რომ სიმართლე დაიცვას.

„ეს ჩვენი ისტორიის ძალიან სევდიანი თავი იყო, რომელმაც შეგვახსენა, რომ დემოკრატია მყიფეა“, ეწერა განცხადებაში, რომელიც ბაიდენმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში გაავრცელა.

„მართალია საბოლოო კენჭისყრამ [ტრამპის] დამნაშავედ ცნობას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ბრალდების საგანი სადავო არავისთვისაა. იმათაც კი, ვინც დამნაშავედ ცნობას მხარი არ დაუჭირა, როგორც მაგალითად, სენატის უმცირესობის ლიდერმა მაკკონელმა, სჯეროდათ, რომ დონალდ ტრამპი დამნაშავეა „მოვალეობის სამარცხვინო მიტოვებაში“ და პრაქტიკულად და მორალურად კაპიტოლუმში ძალადობის პროვოკაციაში“, ნათქვამი იყო ბაიდენის განცხადებაში.

ბაიდენმა თქვა, რომ ის ფიქრობდა, კაპიტოლიუმის პოლიციის წევრ, ოფიცერ ბრაიან სიკნიკზე, რომელიც ამბოხების დროს გარდაიცვალა და ყველა სხვაზე, ვინც მამაცად იცავდა კაპიტოლიუმის შენობას და ვინც 6 იანვარს სიცოცხლე გაწირა.

ბაიდენის განცახდებაში ნათქვამი იყო, რომ ის მადლობელია ყველა დემოკრატის და რესპუბლიკელის, ვინც ამერიკის დემოკრატიის და ერთიანობის დასაცავად იბრძვის. პრეზიდენტის თქმით, დროა დასრულდეს „არაცივილური სამოქალაქო ომი და ერის სული განიკურნოს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG