პირველი ოქტომბრის შემდეგ, ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე მოსკოვში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრა იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო სუვერენიტეტის საკითხზე დავაში, საკამათო, მაგრამ დამაჯერებელი როლი ითამაშოს. რეგიონში ამჟამად ჩინეთი და შეერთებული შტატები დომინირებენ.
ფილიპინების პრეზიდენტის კანცელარიის ვებგვერდის მიხედვით, დუტერტეს რუსეთში ვიზიტი 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება და პრეზიდენტ პუტინს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაზრდის საკითხზე ესაუბრება.
ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა რუსეთმა ფილიპინებს იარაღის შესყიდვა შესთავაზოს. რუსეთმა იარაღი უკვე მიჰყიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ზღვის 3.5 კვადრატულ კილომეტრზე აცხადებენ პრეტენზიას. ფილიპინებისთვის რუსული იარაღის მიყიდვამ, შესაძლოა ზღვაში შეერთებული შტატების სამხედრო გავლენა შეამციროს. მაგრამ, შეიძლება ეს ისე გაკეთდეს, რომ მოსკოვის ძველი მეგობრის, პეკინის ყოფნის შესუსტება თავიდან იქნას აცილებული.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ან მის ნაწილზე პრეტენზია აქვთ ბრუნეის, ჩინეთს, მალაიზიას, ტაივანს, ვიეტნამს და ფილიპინებს.