ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ჩინეთის დაპირისპირება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გრძელდება


სამხრეთ ჩინეთის ზღვა
სამხრეთ ჩინეთის ზღვა

ამერიკის და ჩინეთის საპასუხო ქმედებებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოსტს დონალდ ტრამპი დაიკავებს შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესდეს. ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ინფორმაციით, ჩინეთმა სპრატლის კუნძულებებზე სამხედრო ტექტნიკა განათავსა. პეკინმა კუნძულებზე ანტი-საჰაერო და ზენიტური სისტემები განალაგა.

ამასთანავე, ჩინეთმა ამერიკის უპილოტო წყალქვეშა სამხედრო ნავი დააკავა, რომელიც ამერიკელთა თქმით სამეცნიერო მიზნებით ტერიტორიას შეისწავლიდა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა და კუნძულები მის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის დავის საგანია. ზღვას ბუნებრივი რესურსების კუთხით, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

XS
SM
MD
LG