ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინები ს. ჩინეთის ზღვაში ახალ პორტს ააშენებს


ფილიპინების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მომავალი წლისთვის, ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პორტის აშენებას და ამ გზით სამხრეთ ჩინეთის ზღვის წყლების ნაწილზე საკუთარი უფლებების დაფიქსირებას გეგმავს.

ანალიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი, ჩინეთის პროვოცირებას გამოიწვევს, რომელიც იგივე ტერიტორიაზე საკუთარ უფლებებს აცხადებს.

მანილასა და პეკინს შორის ურთიერთობა 2012 წელს დაიძაბა, როცა ჩინეთმა სპრატლის კუნძულების ჩრდილოეთით, სკარბორო შოლის ტერიტორია დაიკავა.

ფილიპინების სპრატლის კუნძულებზე ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტის, კალაიაანის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ პორტი კუნძულის 200 მოსახლეს და როტაციის წესით კუნძულზე მყოფ 50 ჯარისკაცს მოემსახურება.

XS
SM
MD
LG