ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე დიპლომატიური დავა გრძელდება


სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაპირისპირება გრძელდება. ჩინეთის და ვიეტნამის ურთიერთობები მაისის შემდეგ რამდენჯერმე დაიძაბა. ურთიერთობების ჩიხში შესვლა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავის გარშემო წლების განმავლობაში მიმდინარე დიპლომატიურ მცდელობებს ძირს უთხრის. დიპლომატიური კრიზისი ვიეტნამის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავთობ მოპოვებას და კუნძულებზე იურისდიქსიის საკითხს უკავშირდება.

ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა პეკინის მიერ ტონკინის ყურეში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო. ჰანოი ფიქრობს, რომ ჩინეთი სამხედრო ძალით ცდილობს საკითხის გადაწყვეტას.

საერთაშორისო მხარდაჭერის არ არსებობის პირობებში ვიეტნამი პოზიციებს არბილებს. ამასთან ვიეტნამს არ სურს ამ პროცესმა ჩინეთთან ვაჭრობაზე იქონიოს გავლენა. პეკინი ზღვის აუზის თითქმის 90% ითხოვს. ის საკუთარ მოთხოვნას ისტორიულად ზღვის ჩინეთის მიერ ათვისებას უკავშირებს.

ვიეტნამსა და ჩინეთს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიული წყლების განაწილებასთან დაკავშირებული დავა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ორივე ქვეყანას სურს საკუთარი სუვერენიტეტი გაავრცელოს პარასელის და სპრატლის კუნძლებზე. ეს უკანასკნელი ჩინეთის მიერ არის მილიტერიზებული.

ვიეტნამის და ჩინეთის გარდა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ტერიტორიულ უფლებას ბრუნეი, მალაიზია, ტაივანი და ფილიპინები აცხადებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG