რუსეთი და ფილიპინები ერთობლივი სამხედრო საზღვაო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ, რომელიც შესაძლოა მანილასთვის იმ საგარეო პოლიტიკის ბიძგის მიმცემი გახდეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზეა ორიენტირებული და ასევე გააძლიეროს მისი შეიარაღებული ძალები, რაც ორივე მხარეს შეერთებული შტატებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შანსს მისცემს.
მოსკოვმა, კეთილი ნების ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მანილის პორტში გამანადგურებელი და სამხედრო ფლოტის ტანკერი გაგზავნა. მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ. ზოგიერთი დამკვირვებელი მოელის, რომ რუსეთი შეიარაღების გაყიდვას მოახდენს, რაც მისთვის კომერციულად სარგებლიანი იქნება, ფილიპინებისთვის კი თავდაცვის გაუმჯობესების მიზნებს მოემსახურება.
ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ სურს ყოფილ კოლონიზატორ, შეერთებულ შტატებზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს და ჩინეთთან, იაპონიასთან და რუსეთთან ურთიერთობები გააღრმავოს.