ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, პარასკევს, საჯაროდ მიიღებს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. ამ ნაბიჯით, ტრამპის ადმინისტრაცია ეცდება, რომ საზოგადოებაში გაზარდოს ახალი ვაქცინისამდი ნდობა და მხარდაჭერა.
პენსი ხვალ იქნება ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ვაქცინას მიიღებს. ამერიკაში სხვა მაღალი თანამდებობის პირებს კოვიდ 19-ის ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ. სწორედ ვაქცინით იმედოვნებს ამერიკა პანდემიის დასრულებას, რომელმაც 300 000 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა.
მომავალ კვირას, ასევე საჯაროდ, აიცრება ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. ბაიდენი 78 წლისაა და მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე ადამიანთა სიაში შედის.
ასევე ნახეთ: მოდერნას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია" - აშშ კიდევ ერთი ვაქცინის დამტკიცებას გეგმავსბაიდენმა პირობა დადო, რომ 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ის საპრეზიდენტო ფიცს დადებს, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოლებს და ეს მისი ოფისისთვის, დასაწყისში, მთავარი პრიორიტეტი იქნება.
ბაიდენის წინამორბედი, დონალდ ტრამპი, ხშირად იმაზე უფრო რბილად საუბრობდა კორონავირუსის საფრთხის შესახებ, ვიდრე ეს რეალურად, იყო.
ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ წინა კვირას დაამტკიცა "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინა, რომელსაც, პირველ რიგში მაღალ რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები და სამედიცინო პერსონალი მიიღებს. ხოლო მოსახლეობისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი, ის მომავალი წლიდან გახდება. ამ კვირაშივე, დიდი ალბათობით, ამერიკა საგანგებო ავტორიზაციით დაამტკიცებს კომპანია "მოდერნას" ვაქცინასაც.
მიუხედავად ვაქცინის გამოსვლისა, ბევრი ამერიკელი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. კომპანია "იპსოსისა" და სააგენტო "როიტერის" ერთობლივი კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელების 61%-ია მზად გაიკეთოს ვაქცინა. თუმცა, ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე ზაფხულში იყო, როცა ვაქცინაციისთვის მზადყოფნას, გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები აცხადებდა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოსახლეობის 70% მაინც უნდა აიცრას იმისთვის, რომ მის მოქმედებას შედეგი ჰქონდეს.
ასევე ნახეთ: ამერიკაში ყოველდღე 11 სექტემბერია - კოვიდ-19-ით დღეში 3 000-მდე ამერიკელი კვდებათეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, აიცრებიან მისი მეუღლე, კარენ პენსი და გენერალი ჯერომ ადამსი.
ჯერ უცნობია, როდის მიიღებს ვაქცინას მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. თეთრ სახლში ამბობენ, რომ მედიკოსების ჯგუფი მუშაობს ამ თემაზე და ისინი გადაწყვეტენ, როდის იქნება უკეთესი პრეზიდენტისთვის ვაქცინის მიღება. პრეზიდენტ ტრამპს უკვე ჰქონდა კორონავირუსი და ის მალე გამოჯანმრთელდა.