ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოდერნას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია" - აშშ კიდევ ერთი ვაქცინის დამტკიცებას გეგმავს


"ფაიზერის" შემდეგ "მოდერნა" - ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჩქარებული პროცედურით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინის დამტკიცება განიხილება.

ცოტა ხნის წინ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ "მოდერნას" ვაქცინაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია", ამიტომ შესაძლოა, რომ მიმდინარე კვირაში სააგენტომ ვაქცინის საგანგებო გამოყენებას დაუჭიროს მხარს.

ვაქცინის დამტკიცებამდე მის უსაფრთხოებას 22 სპეციალისტისგან შემდგარი სპეციალური საბჭო განიხილავს და დასკვნას სააგენტოს წარუდგენს, რის შემდეგაც სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას დაჩქარებულ ვადებში მიიღებს.

ამავე წესებით გასულ კვირას სააგენტომ, კომპანია "ფაიზერს" ვაქცინის საგანგებო გავრცელების უფლება მისცა. ვაქცინაციის პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორშაბათს დაიწყო

Facebook Forum

XS
SM
MD
LG