ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ კოვიდ 19-ი დამარცხებულია და ბრძანება გასცა, რომ დაწესებული ანტიეპიდემიური ზომები გაუქმდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მედია ავრცელებს.
პრეზიდენტ კიმის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეინარჩუნოს „ფოლადის ძლიერი ანტიეპიდემიური ბარიერი და გააძლიეროს მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო კრიზისის დასრულებამდე“
Your browser doesn’t support HTML5
დღესვე გაირკვა, რომ კოვიდ19 გადაიტანა კიმის დამ, კიმ იონგმა. რომელიც მის დაინფიცირებაში და ჩრდილოეთ კორეაში ვირუსის გავრცელებაში სეულს ადანაშაულებს და პირობას დებს, რომ სამხრეთ კორეაზე შურს იძიებს. კიმ იონგის თქმით, მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.
საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდული რაოდენობით არის შესაძლებელი ტესტირების წარმოება, რაც მონაცემების ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.
ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურ მონაცემებს არ ასაჯაროებს. ქვეყანა ამტკიცებს, რომ კოვიდ19-ით მხოლოდ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ნაცვლად მათ გამაოქვეყნეს მონაცემები, სადაც ის ადამიანები მოხვდნენ რომლებსაც სიცხე ქონდათ.