ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დანაღმული ტერიტორიების გაწმენდისთვის 89 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს. დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად თანხას კიევი ეტაპობრივად მიიღებს, რათა მოხდეს იმ ტერიტორიების გაწმენდა, რომელიც რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში დანაღმა. ახლა დანაღმული ტერიტორიები პრობლემური საკითხია, რადგან ტერიტორია დიდია, სამუშაოების წარმოება კი ძვირი ჯდება.
არსებული ოფიციალური მონაცემებით უკრაინაში 160 000 კვადრატული კილომეტრია დანაღმული, მათ შორის არის სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ქმედებებს აგონებთ.
„რუსეთის ძალების მიერ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ასე გამოყენება, გვაგონებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტაქტიკას ერაყსა და სირიაში, სადაც ისინი ცდილობდნენ გამოეწვიათ მეტი სამოქალაქო მსხვერპლი და მოსახლეობა, რომელიც ომს გაექცა სახლში არ დაბრუნებულიყო“- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვით.
Facebook Forum