ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GSK აცხადებს, რომ ანტი-სხეულებზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ამერიკულ პარტნიორ „ვირ-ბიოტექნოლოგიასთან“ ერად შეიმუშავა, კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი ომიკრონის ყველა მუტაციის წინააღმდეგ ეფექტურია.
ასევე ნახეთ: ოქსფორდის პროფესორი: მომავალი პანდემია შეიძლება უფრო მომაკვდინებელი იყოსკომპანია ამ დასკვნას კვლევის ადრეულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს, რომლებიც სამედიცინო ჟურნალებში ჯერ არ გამოქვეყნებულა. GSK აცხადებს, რომ მკურნალობის მეთოდი - “სოტროვიმაბი“ - ახალი კორონავირუსის დღემდე აღრიცხული სპაიკ პროტეინის 37-ვე მუტაციის წინააღმდეგ ეფექტურია.
გასულ კვირას გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მედიკამენტი ომიკრონის წინააღმდეგაც ეფექტურად მუშაობს. „სოტროვიმაბი“ შემუშავებულია იმისთვის, რომ ის სპაიკ პროტეინის ზედაპირს მიეკროს და ამით ვირუსის უჯრედში შეღწევას ხელი შეუშალოს. ომიკრონის შემთხვევაში პროტეინების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მუტაცია ფიქსირდება.