ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა


ბაიდენ-პუტინის სამიტის წინ, უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენი ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. ბლინკენმა და ზელენსკიმ უკრაინის საზღვრებთან არსებული ვითარება განიხილეს და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ისაუბრეს. საუბრის დროს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ვაშინგტონის ურყევი პოზიცია და მხარდაჭერა უკრაინისადმი.

უკრაინის შესახებ განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ნედ პრაისმა თქვა, რომ ამერიკა რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთგული და ალიანსი მზად უნდა იყოს ასპირანტებისთვის მაშინ, როცა ისინი მზად იქნებიან გასაწევრიანებლად.

ნედ პრაისის განცხადებით უკრაინა, ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, ახლა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო მდივნამდე, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიევს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG