ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოქსფორდის პროფესორი: მომავალი პანდემია შეიძლება უფრო მომაკვდინებელი იყოს


შემდეგი პანდემიები უფრო მეტად მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, ვიდრე კოვიდ-19, აცხადებს „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს გარშემო 5,26 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეკონომიკის კუთხით კი ტრილიონობით დოლარის ზარალი გამოიწვია და ადამიანების ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

„შემდეგი [პანდემია] შეიძლება უარესი იყოს. უფრო მეტად გადამდები და უფრო მაღალი სიკვდილობით, ან ორივე“, - ამბობს სარა გილბერტი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. „ეს არაა ბოლო შემთხვეევა, როცა ვირუსი ჩვენს სიცოცხლეს და ცხოვრებას ემუქრება“, - თქვა მან.

გილბერტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორია. მისი თქმით, მსოფლიო შემდეგი პანდემიისთვის უკეთ უნდა მოემზადოს.

„ნაბიჯები, რომელიც წინ გადავდგით და ცოდნა რომელიც მივიღეთ, არ უნდა დაიკარგოს“, - თქვა მან.

ახალი კორონავირუსი 2019 წლის დასასრულს პირველად ჩინეთში დაფიქსირდა. ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, რეკორდულად მოკლე დროში შეიქმნა და გავრცელდა. თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა ვაქცინაზე განვითარებადი და დაბალი შემოსავლის ქვეყნების წვდომის გაზრდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში კი ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიაზე პასუხს სწავლობს, მოუწოდებს უფრო მეტი დაფინანსების გაღებისკენ კვლევებისთვის მომავალი პანდემიების თავიდან ასარიდებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG