ახალი ორლეანის პორტში ჩამოდგა საკრუიზო ხომალდი, რომელზეც კოვიდ-19-ის მქონე, სულ ცოტა, 10 პაციენტი იმყოფება. გემი კომპანიის "ნორვეგიული საკრუიზო ხომალდები" მფლობელობაშია.
შეერთებული შტატების ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანები გამიდან ინფექციის შემდგომი გავრცელების აღკვეთის მიზნით, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით გადაჰყავთ.
გემი ახალი ორლეანის პორტიდან 28 ნოემბერს გავიდა. ლუიზიანის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო კრუიზის მანძილზე, ხომალდის გაჩერებებს შორის იყო: ბელიზი, ჰონდურასი და მექსიკა.
"ნორვეგიული საკრუიზო ხომალდების" მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებულთა შორის არიან როგორც მგზავრები, ისე ეკიპაჟს წევრები და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. კომპანია გემზე ასვლის წინ ყველას კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის მოწმობის წარდგენას სთხოვს.
Facebook Forum