ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და ისრაელის შიგნით არაბებსა და ებრაელებს შორის მიმდინარე დაპირისპირება, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციებს უმაგრებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელი მთავრობის ჩამოყალიბებას კვლავ ვერ ახერხებს.
ასევე ნახეთ: ისრაელმა ღაზაზე თავდასხმაში ქვეითი ჯარი და ტანკები ჩართონაფტალი ბენეტმა, ულტრამემარჯვენე „იამინა“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უარს აცხადებს ცენტრისტულ და მემარცხენე პარტიებთან კოალიციაში შესვლაზე ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
არჩევნების შემდგომი გარემო თითქმის უცვლელია - ნეთანიაჰუს კიდევ ერთხელ მიეცა მთავრობის შედგენის შანსი და მან ეს კიდევ ერთხელ ვერ შეძლო. ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე მთავარ ბლოკს „იეშ ატიდ“, რომელსაც იაირ ლაპიდი ხელმძღვანელობს, 120-წევრიან ქნესეთში უმრავლესობის მოპოვების შანსი შეუმცირდა.
მოლაპარაკებიდან ბენეტის გათიშვა და მთავრობის ჩამოყალიბების შანსის დაკარგვა, კიდევ ერთი არჩევნების ჩატარების ალბათობას ქმნის. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხუთე არჩევნები იქნება.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლაპიდ-ბენეტის პარტნიორობის ჩამოშლა ნეთანიაჰუს დამატებით დროს აძლევს პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად, რათა მან ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ასევე ნახეთ: ამერიკული და ევროპული ავიაკომპანიები ისრაელში ფრენებს აჩერებენლაპიდს სამი კვირა აქვს დარჩენილი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. მისი ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ლაპიდი და ბენეტი პრემიერის პოსტზე როტაციის პრინციპით იმსახურებდნენ. მაგრამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს და მან უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვოს, მთავრობის ამ სახით დაკომპლექტებას, არაბი პარლამენტარების თანხმობა დასჭირდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ისრაელის არაბი უმცირესობა, რომელიც მოსახლეობის 21 პროცენტს შეადგენს, ასეთ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.
ღაზასა და ისრაელს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ისრაელის არაბ და ებრაელ მოსახლეობას შორის შიდა დაპირისპირებაც ერთვის. დაძაბულობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ პრეზიდენტმა სამოქალაქო ომის ალბათობაც კი ახსენა.