იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვეტილება დღეს, 4 ივლისს მიიღო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის ფონზე, დასავლური თავდაცვითი ალიანსი ახალი გენერალური მდივნის არჩევას, კარგად გამოცდილი ლიდერის დატოვებას ამჯობინებს.
ასევე ნახეთ: ვილნიუსის სამიტამდე ნატო უკრაინის გრძელვადიანი გეგმის შემუშავებაზე მუშაობს64 წლის სტოლტენბერგი წარსულში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო. ის ალიანსს სათავეში 2014 წლიდან მოყოლებული, უკვე 9 წელია უდგას. სტოლტენბერგი მტკიცე ლიდერად და ალიანსის წევრებს შორის, კონსენსუსის მოთმინებით მიმღწევ გენერალურ მდივნად აღიქმება.
ვადა სტოლტენბერგს სამჯერ გაუხანგრძლივეს და ამჯერად, სექტემბრის ბოლოს ეწურებოდა. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ის ალიანსს 2024 წლის ოქტომბრამდე უხელმძღვანელებს.
ნატოს გადაწყვეტილება იმაზეც მიანიშნებს, რომ 31-წევრიანი ალიანსის პოლიტიკური ვექტორი უცვლელი იქნება. ეს უპირველეს ყოვლისა, რუსეთის შეკავებას და უკრაინის მხარდაჭერას ეხება.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს გადაწყვეტილება მისთვის დიდი პატივია. "თითქმის 75 წლის მანძილზე, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ტრანსატლანტიკური კავშირი ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, და ამ შედარებით საფრთხით სავსე სამყაროში ჩვენი ალიანსი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდესმე", აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
Your browser doesn’t support HTML5