რუსეთში ოთხშაბათს, გვიან ღამით დრონებით რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. სამშაბათს კი რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ასევე, არაერთი ობიექტი გახდა იერიშის სამიზნე.
დრონით მიტანილი ერთ-ერთი იერიშის ობიექტი უკრაინის საზღვრიდან მოშორებით მდებარე აეროდრომი გახდა, იქ რამდენიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი განადგურდა.
ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სამშაბათს ბახმუტთან ორი ვერტმფრენის კატასტროფისას მისი 6 სამხედრო დაიღუპა. თუმცა ამ შემთხვევის თაობაზე მეტი დეტალი ცნობილი არ გამხდარა.
ოთხშაბათს გვიან ღამით რუსეთმა თქვა, რომ მისმა ანტისაჰაერო სისტემებმა ორი უკრაინული დრონი სამხრეთით, ბრიანსკის რეგიონში ჩამოაგდო. ყირიმის საოკუპაციო ძალების ხელმძთვანელი კი ამბობს, რომ იქ უკრაინის ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
წინა ღამით რუსეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ბრიანსკსა და 5 სხვა რეგიონში მომხდარ თავდასხმებში, მოსკოვის რეგიონის და ფსკოვის ჩათვლით, ოთხი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი იყო დაზიანებული.