ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

$250 მილიონი - უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი აშშ-ისგან


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.

სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინას ეს დახმარება თავისი ტერიტორიისა და ხალხის დასაცავად სჭირდება. ეს პაკეტი მოიცავს იმ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე სჭირდება.

მათ შორისაა AIM-9M რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის, ამუნიცია "ჰაიმარსებისთვის", 155 და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, განაღმვითი საშუალებები, ჯაველნიები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და რაკეტები, 3 მილიონზე მეტი მცირე ზომის ამუნიცია, სასწრაფო დახმარების მანქანები, ფიზიკური ბარიერების გასაწმენდად და ნაგებობების დასანგრევად საჭირო საშუალებები, ისევე როგორც ამა თუ იმ იარაღის სათადარიგო ნაწილები, საწვრთნელი და სატრონსპორტო ღონისძიებები.

ამ პაკეტში 250 მილიონი დოლლარის ღირებულების იარაღია, რომელიც უკრაინისთვის ამ დრომდე გამოყოფილი დახმარების ფარგლებში გაიცემა.

"ყოვველდღე რუსეთი აგრძელებს ამ სასტიკ ომს, რომელმაც უამრავი უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაასახლა. მათმა თავდასხმებმა უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე, გამოიწვია ფასების ცვალებადობა სურსათისა და მარცვლეულის ბაზრებზე, გააძლიერა შიმშილი და მსოფლიოში, სურსათთან დაკავშირებული დაუცველობა. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია მისი დასრულება ნებისმიერ დროს, უკრაინიდან ჯარების გამოყვანით და სასტიკი თავდასხმების დასრულებით. სანამ ის ამას არ აკეთებს, ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები იდგებიან უკრაინის გვერდით გაერთიანებულნი იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა", - ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

XS
SM
MD
LG