ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„როიტერი“: ანექსირებულ ყირიმში ტურისტების ნაკლებობაა


რუსეთის მიერ 2014 წლის შემდეგ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ტურისტების ნაკლებობაა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მიზეზი რამდენიმეა და ისინი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომთან მჭიდრო კავშირშია.

ყირიმში ჩასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის გართულებულია. იქ მოხვედრა ახლა მხოლოდ საავტომობილო გზით არის შესაძლებელი, რადგან ყირიმის მიმართულებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენები არ სრულდება.

უკრაინის კონტრიერიშის ტემპი, მიზანი და შედეგები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:11 0:00

უსაფრთხო არ არის ყირიმთან დამაკავშირებელი 19 კილომეტრიანი ხიდიც. ბოლო თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ხიდი ორჯერ აფეთქდა, რასაც მსვერპლიც მოჰყვა.

პრობლემურია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებიც. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთი პორტების სრულყოფილად დაცვას ვერ ახერხებს. კიევმა რამდენჯერმე შეძლო და საზღვაო დრონების გამოყენებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად პორტებში შეაღწია.

უკრაინის მზარდი შესაძლებლობების ფონზე, მოსკოვი ანექსირებული ყირიმის პორტებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, თუმცა სამოქალაქო ტრანსპორტისთვის ეს მიმართულებები მაინც საფრთხის შემცველია.

თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერის“ მასალაშია ნათქვამი, არიან ისეთები ვინც რუსეთიდან ყირიმში რისკების მიუხედავად ჩავიდნენ და დაისვენეს. არიან ისეთები, ვინც ამ დრომდე ყირიმში იმყოფებიან. „როიტერთან“ საუბრის დროს რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ არ ეშინიათ და ყირიმში მომდევნო წელსაც დაბრუნდებიან.

ყირიმი საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინის ტერიტორიად არის აღიარებული, თუმცა რუსეთს ნახევარკუნძული უკვე 9 წელია უკანონოდ აქვს ანექსირებული. კიევის ერთ-ერთი მიზანია აღადგინოს კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG