გერმანიის გენერალური პროკურორის მიერ 28 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, მათ დააკავეს წარმოშობით რუსი გერმანიის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთში სამხედრო ტექნიკისთვის აუცილებელი კომპონენტების ექსპორტში.
განცხადების მიხედვით, „საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო“, მისმა წარმოებამ, შტატის დონიდან, ფედერალურზე გადაინაცვლა.
დაკავებულს მხოლოდ სახელით და გვარის ინიციალით მოიხსენიებენ - ვალდემარ ვ. მას ბრალი ედება, გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევაში, ნათქვამია გერმანიის პროკურატურის განცხადებაში.
ვოლდემარ ვ. წინასწარ პატიმრობაში მიმდინარე წლის 9 მარტიდან იმყოფება. ვარაუდობენ, რომ მან 2020 წლის იანვრიდან, 2023 წლის მარტამდე, 26-ჯერ გაიტანა გერმანიიდან ელექტრონული კომპონენტები და ის რუსულ კომპანიას გადასცა. აღნიშნული კომპანია კი მონაწილეობდა სამხედრო ტექნიკის, მათ შორის სადაზვერვო დრონების წარმოებაში.
Facebook Forum