მთვარეზე რუსული მისიის წარუმატებლობის შემდეგ მოსკოვში ამბობენ, რომ კოსმოსური პროგრამები გაგრძელდება და დაშვებული შეცდომები გამოსწორდება. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ სპეციალისტების მუშაობის შედეგად, დაშვებული შეცდომები „გაანალიზდება“ და „აღმოიფხვრება“.
„მთავარია არ გავჩერდეთ, ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს და ისინი აუცილებლად განხორციელდება“, - ამბობს პესკოვი.
გასულ კვირას, რუსული „ლუნა 25“ მთვარის ზედაპირთან შეჯახების დროს აფეთქდა. ეს იყო 1976 წლის შემდეგ, მთვარეზე რუსეთის პირველი მისია. სპეციალისტებმა წარუმატებელი მისიის ფონზე თქვეს, რომ ეს რუსეთისთვის სერიოზული დარტყმა იყო, რადგან მოსკოვს სურდა დაესწრო ინდოეთისთვის, რომელმაც წარუმატებელი რუსული მისიის ფონზე, ისტორიული ნაბიჯი გადადგა და მთვარის სამხრეთ პოლუსზე მისია დაიწყო.
მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიის დაწყებას 2024 წლის ბოლოს გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატები. მთვარის შესწავლის პროცესში აქტიურად ჩართვას გეგმავს იაპონია და ჩინეთიც. ორივე ქვეყანას მთვარეზე მისია დაგეგმილი აქვს, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
Facebook Forum