ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ყირგიზეთში არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადეს

ყირგიზეთის საარჩევნო კომისიამ, ამ უქმეებზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ბათილად გამოაცხადა. განცხადების გაკეთებას კი წინ უსწრებდა საპროტესტო აქციის ღამე, რომელმაც ძალადობრივი ფორმა მიიღო. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, დაშავებულია 500-ე მეტი. მოქალაქეები, პრეზიდენტ სურონბაი ჯენბოკოვთან დაახლოებული პარტიების მიერ, საარჩევნოდ, ხმების მოსყიდვას აპროტესტებდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმ, გულნარა ჯურაბაევამ, ფეისბუქზე დაწერა, რომ 4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა. თუმცა, ეს ერთადერთი იყო, რაც მან დაწერა. უცნობია როდის, ან თუ ჩატარდება ახალი არჩევნები და ვინ და რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, მარინა გრეჩანაიამ, "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა.

ასევე ნახეთ: Freedom House: 26 ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლება გაუარესდა

ყირგიზეთი რუსეთის ახლო მოკავშირეა. ეს ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, მოსკოვის, ვაშინგტონის და პეკინის დაპირსპირების თემა ხშირად ხდება ხოლმე.

დემონსტრანტები ბიშკეკის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს. ისინი პარლამენტის შენობაში და პრეზიდენტის ოფისში შეიჭრნენ. ასევე, გაათავისუფლეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული. დემონსტრანტების ასეთ საქციელს ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დემონსტრანტებმა მთავრობის, ტელევიზიის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შენობები აიღეს. ქვეყნის პრეზიდენტმა დემონსტრანტების ქმედებები ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ, ძალაუფლების არალეგალურ შეცვლის მცდელობად შეაფასა.

თუმცა, პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ ის მზადაა ანულირებულად გამოაცხადოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მოუწოდა თავის ოპონენტებს შეწყვიტონ არეულობა. პრეზიდენტის თქმით, მან უბრძანა სამართალდამცავებს, რომ არ გახსნან ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ: რუსეთის საგარეო დაზვერვის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ისლამისტები ჩადიან, რაც მოსკოვისთვის საფრთხეა

ჯენბეკოვის ადგილმდებაროება ახლა უცნობია, თუმცა, ტოლგონაი სტამალიევა, მისი სპიკერი, ამბობს, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში აკონტროლებს სიტუაციას და "აკეთებს ყველაფერს კანონისა და წესრიგის" აღსადგენად.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ის მოუწოდებს ყირგიზეთს "იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და მოაგვაროს უთანხმოებები მშვიდობიანად".

"ჩვენ ველით ახალ, სანდო, გამჭვირვალე და ინკლუზიურ არჩევნებს, რომელიც ყირგიზეთის საერთაშორისო მცდელობების და ქვეყნის მოსახლეობის დემოკრატიული უფლებების კვალდაკვალ ჩატარდება", წერია ევროკავშირის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა "ატა-მეკენმა" (სამშობლო), "ბუტუნ ყირგიზეთმა" (გაერთაინებული ყირგიზეთი), ზამანდაშმა (თანამედროვე), სოციალ-დემოკრატებმა, ბირ ბოლმა (დავრჩეთ ერთაინები), ორდომ (ურდუ), რესპუბლიკამ და რეფორმამ, 6 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბეს და პარტია 'გაერთიანებული ყირგიზეთის' თავმჯდომარე, ადახან მადუმაროვი აირჩიეს თავმჯდომარედ.

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტები ბიშკეკიდან იტყობინებიან, რომ კანონმდებლები ახლა ორ ჯგუფად არიან გაყოფილები და ყირგიზეთის დედაქალაქში ერთდროულად, ორ სხვადასხვა ადგილას ატარებენ სესიებს.

ასევე ნახეთ: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბრძოლები ქალაქებზე ვრცელდება

ერთი ჯგუფი, რომელსაც მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე, დასტან ჯუმამბეკოვი ხელძღვანელობს, სესიას ბიშკეკის ერთ-ერთ სასტუმროში მართავს. ჟურნალისტები ამ სესიაზე დასასწრებად არ შეუშვეს.

მეორე ჯგუფი კი, რომელიც, ძირითადად, ოპოზიციური პარტიებისგან შედგება, პარლამენტის შენობაში შეიკრიბა, თუმცა მათი დღის განრიგი უცნობია.

დღეს, 6 ოქტომბერს, პარტია ატა-მეკენის ლიდერმა, ჯანარ აკაევმა, განაცხადა, რომ პარლამენტი რიგგარეშე სესიას 7 ოქტომბერს გამართავს და ახალ სპიკერს აირჩევს.

"ჩვენ პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს და ხალხის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას ავირჩევთ", თქვა მან.

ყირგიზეთში ამბობენ, რომ პარლამენტის ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ, ოპოზიცია აიძულებს მოქმედ პრეზიდენტს გადადგეს და ქვეყანა დატოვოს. შემდეგ კი, კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე გახდება მოქმედი პრეზიდენტი.

ყირგიზეთს პოლიტიკურად არასტაბილური ისტორია აქვს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ორი პრეზიდენტი ჩამოაგდეს აჯანყებულებმა.

ამ საპარლამენტო არჩევნებს განიხილავდნენ, როგორც ქვეყნის ტესტს რუსეთის ახლო მოკავშირეობასთან დაკავშირებით. როგორ იქნება ქვეყნის მომავალი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, როდესაც საპარალენტო არჩევნების და პირველი სხდომის ბედი გადაწყდება.