რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტი მთიან ყარაბაღში ათასობით ისლამისტ რადიკალს იზიდავს რეგიონში, რაც მოსკოვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ კონფლიქტი, რომელიც 27 სექტემბერს განახლდა, ახლო აღმოსავლეთიდან რეგიონში ტერორისტებს და დაქირავებულ მებრძოლებს იზიდავს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა განსაკუთრებით ყურადღება ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამზე გაამახვილა, რომელიც გასულ წელს სირიაში ალ ნუსრას ფრონტის სახელით იყო ცნობილი და ასევე, ისაუბრა ფირქათ ალ-ჰამზაზე და ქურთულ დაჯგუფებაზე, რომელიც არ დაუსახელებია.
„ჩვენ ვსაუბრობთ ასობით და უკვე ათასობით რადიკალზე, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ყარაბაღის ომში ფულს გააკეთებენ,“ თქვა ნარიშკინმა უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მან ასევე დასძინა, რომ „ჩვენ არ უნდა [გვქონდეს საბაბი] ვინერვიულოთ იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიას შეუძლია გახდეს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ახალი პლატფორმა, საიდანაც მებრძოლებს შეეძლებათ აზერბაიჯანისა და სომხეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში გადასვლაც.
Facebook Forum