ამერიკელი ანდრეა გეზი, ბრიტანელი როჯერ პენროუზი და გერმანელი რეინარდ გენზელი, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ. მეცნიერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღიარება შავ ხვრელთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო მიიღეს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, პრიზის ნახევარი, 10 მილიონი შვედური კრონი მოიგო. მან დაამტკიცა, რომ შავი ხვრელების ფორმირება, ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიასთან პირდაპირ კავშირშია.
პრიზის მეორე ნახევარს გენზელი და გეზი ინაწილებენ. ორივე მათგანმა, უკიდურესად მძიმე, უხილავი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ვარსკვლავებს იზიდვს და მათ სწრაფ გადაადგილებას იწვევს.
ამერიკელი ანდრეა გეზი, მეოთხე ქალია, რომელსაც ფიზიკის დარგში, ნობელის პრემია მიენიჭია.
"თქვენ უნდა დაუმტკიცოთ თქვენს თავს, რომ რასაც ნამდვილად ხედავ ის არის, რასაც შენ ფიქრობ, რომ ხედავ," თქვა 55 წლის მეცნიერმა, პრემიის კომიტეტთან პრიზის გადაცემისას ზარის დროს.
2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში, ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი მეცნიერი გახდა. ამერიკელები ჰარვი ჯეი ალტერი და ჩარლზ რაისი და ბრიტანელი მაიკლ ჰოუტონი, C ჰეპატიტის ვირუსის ამოცნობის საქმეში “ორიგინალური აღმოჩენებისთვის” დააჯილდოეს.
Facebook Forum