ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო აზიელ მოკავშირეებთან მოალაპარაკებებს მართავს


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მოლაპრაკებებს მართავს ტოკიოში, სადაც იაპონიის, ავსტრალიის და ინდოეთის წარმომადგენლებს ხვდება. მიზანი რეგიონის მოთამაშეების გაძლიერება და ჩინეთის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ მომზადებაა.

შეხვედრაში მონაწილეობას პომპეოსთან ერთად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტი, ტოშიმიცუ მოტეგი, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარის პაიენი და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრამანიან ჯაიშანკარიანი იღებენ. მხარეები განიხილავენ კორონავირუსის გავლენას მათ ქვეყნებზე და ასევე "ღია და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ინიციატივის" ჩამოყალიბებას, რომელიც ეკონომიკისა და უსაფრთხოების თემაზე, ამ ინიციატივის წევრი ქვეყნების თანამშრომლობაზე იქნება ორიენტირებული.

ოთხი დიპლომატი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდება, იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრ იოშიდი სუგას. ამ უკანასკნელმა შინზო აბე შეცვალა ერთი თვის წინ. შინზო აბე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა და მან მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა.

ვიზიტის დროს, მაიკ პომპეომ, კომენტარი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრზეც გააკეთა და თქვა, რომ ის "ძლიერი ძალაა". პომპეო, დადებითად ახასიათებს ახალ პრემიერს, რომელიც მანამდე, შინზო აბეს სპიკერი და მისი მოკავშირე იყო და ამბობს, რომ ვაშინგტონს აქვს "ყველა მიზეზი სჯეროდეს, რომ ის გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს კავშირს [ამერიკა-იაპონიას შორის] თავისი ახალი მოვალეობის შესრულებისას".

პომპეოს ვიზიტი იაპონიაში პირველი გაჩერება უნდა ყოფილიყო და ის აპირებდა, რომ მონღოლეთსა და სახმრეთ კორეაშიც ჩასულიყო, თუმცა ვიზიტები მას შემდეგ გაუქმდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG