ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთს აკრიტიკებს 


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს აფრთხილებს და სამხრეთ ამერიკასთან, გელაპაგოსის კუნძულებთან 300-მდე ჩინური გემის ყოფნას შემაშფოთებელს უწოდებს.

პომპეომ განცხადება "ტვიტერზე" რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ ჩინურმა გემებმა არალეგალური თევზჭერა, წყალქვეშა სამყაროს განადგურება და ოკეანის დაბინძურება უნდა შეწყვიტოს.

" ცნობილი ხდება, რომ კუნძულ გალაპაგოსის გარშემო 300-ზე მეტი ჩინური გემი იმყოფება, რომლებიც ანაგვიანებენ ზღვას და ეს ძალიან შემაშფოთებელია. მოვუწოდებ ჩინეთს შეწყვიტოს და აღკვეთოს უკანონო თევზჭერის ფაქტები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩინეთს იყოს გამჭვირვალე და აამოქმედოს საკუთარი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა თევზჭერისადმი,"- წერს "ტვიტერზე" ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩინეთის მხრიდან უკანონო თევზჭერის შესახებ 2 აგვისტოსაც საუბრობდა. ამ დრომდე ჩინეთს საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG