ვლადიმირ პუტინმა ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსირებას ხელი მოაწერა. საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებზე, რომელიც დღეს მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა.
პარალელურად კი მოსკოვი ამბობს, რომ თუ რომელიმე მათგანზე თავდასხმა მოხდება, ეს იქნება თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი „მათ არ უღალატებს“
ასევე ნახეთ: “[პუტინი] მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს “- სენატორი„მათ არჩევანი გააკეთეს და რუსეთი მათ არ უღალატებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია,“- თქვა პუტინმა.
ცერემონია კრემლში წმ. გიორგის საზეიმო დარბაზში გაიმართა და ხელის მოწერამდე შეკრებილებს ვლადიმირ პუტინმა მიმართა. პუტინმა დასაწყისში თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა „ტრაგედიაა“ და ამაში კომუნისტური პარტიის ლიდერები დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ ხალხთან კონსულტაციების გარეშე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ: “წითელი ტელეფონი“ ისევ რეკავს - რუსეთის ბირთვული რიტორიკა და ამერიკის პასუხიდასავლეთში ამბობენ, რომ კრემლის ეს ნაბიჯი საერთაშორისო აღიარებას ვერ პოვებს. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ ამერიკა „არასდროს“ გაიზიარებს ამ პოზიციას. მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივს სცემს.