სადავო კუნძულების გარდა დავას ჩინეთის მიერ საჰაერო და საზღვაო ზონის გაფართოება იწვევს
იაპონიას სამხრეთ აზიის ქვეყნებთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავება სურს, ეს სურვილი ჩინეთთან არსებული ორმხრივი დაძაბულობის ფონზე გაჩნდა. ორ ქვეყანას შორის დავა ტერიტორიულ საკითხებს უკავშირდება. არსებული დაძაბულობა ტოკიოში გამართულ რეგიონულ სამიტზე ცენტრალური თემა იყო, რომელიც კვირას დასრულდა. თუმცა ამ მოლაპარაკებებზე სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნებს შორის ბალანსირების საკითხი გამოიკვეთა. ასოციაციაში შემავალ ქვეყნებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დენიელ ჩერფი სეულიდან მოგვითხრობს.
სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში შემავალი წევრები და იაპონიის მაღალჩინოსნები ცოტა ხნის ტოკიოში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ რეგიონში საზღვაო და საჰაერო ხომალდების თავისუფლად გადაადგილება მნიშვნელოვანი საკითხია.
სამიტის ეს განცხადება ჩინეთის მიერ რამდენიმე კვირის წინ თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა, რაც დავის საფუძველი გახდა.
ნებისმიერმა საჰაერო ხომალდმა, რომელსაც ჩინეთის გაფართოებულ საჰაერო ზონაში შესვლა მოუნდება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის გასწვრივ, წინასწარი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ჩინეთს. თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებულ კუნძულებზე სამხრეთ კორეა და იაპონიაც აცხადებენ ტერიტორიულ უფლებებს. პეკინის ასეთმა ნაბიჯმა სეულში, ტოკიოში და ვაშინგტონში უკმაყოფილება გამოიწვია. მათი შეფასებით პეკინი სტატუს კვოს შეცვლას ცდილობს.
იაპონია-აზიის ქვეყნების ასოციაციის, იგივე „ასეანის,“ შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ ჩინეთს საჰაერო ზონის გაფართოების გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.
შინზო აბე: იაპონიის მოთხოვნაა რომ ჩინეთმა გააუქმოს ყველა ზომა, რომელიც საერთაშორისო კანონის ფარგლებში თავისუფალი ნავიგაციის ძირითად პრინციპებს არღვევს. მან ასევე დაამატა, რომ იაპონიას არ აქვს განზრახვა, იაპონიის სამოქალაქო ავიაციის კომპანიების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა შეცვალოს, და რეგულაციის თანახმად ისინი თავიანთ მოქმედებას ისევ აგრძელებენ.
იაპონიის მიერ ადმინისტრირებული სენკაკუს კუნძულები ჩინეთში დიაუდაუს სახელით არის ცნობილი. პეკინი ამ ტერიტორიის პატრულირების მიზნით პერიოდულად გზავნის საკუთარ საპატრულო სანაპირო დაცვის ნავებს და ასევე სამხედრო საჰაერო ვერტმფრენებს. ჩინეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ეს კუნძულები მათი საკუთრებაა და იაპონიის კრიტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებენ.
აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის წყლებში მდებარე კუნძულების საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას სამხრეთ ჩინეთის წლებიდანაც მოჰყვა გამოხმაურება. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი ნაწილობრივ სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში შემავალი ქვეყნების მიერ - ბრუნეის, მალაიზიის, ფილიპინების და ვიეტნამის მიერ კონტროლდება.
მანილაში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ პეკინს უფლება აქვს მსგავსი საჰაერო თავდაცვის ზონის გაფართოვება აღმოსავლეთ ჩინეთის მიმართულებით მოახდინოს.
პოლიტიკური ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩინეთის აგრესიული პოზიცია აღნიშნულ სადავო ტეროტორიებთან დაკავშირებით სამხრეთ აზიაში იაპონიის მიერ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ მიდგომას უშლის ხელს.
„ასეანის“ სამიტზე იაპონიამ პირობა დადო, რომ სამხრეთ აზიის ასოციაციაში შემავალ ქვეყნებს 19 მილიარდი დოლარის საკრედიტო დახმარებას გამოუყოფს იმისთვის, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აბემ ტაიუფუნ ჰაიანის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დახმარების გამოყოფაზეც ისაუბრა, ამაში ფილიპინის საზღვაო თავდაცვის უწყებისთვის სანაპირო დაცვის გემებიც შედის. მან საპატრულო გემების გადაცემა ვიეტნამსაც შესთავაზა.
ჩინეთის მიმართ მოწოდების პარალელურად, ის სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ყველა, ათივე წევრ სახელმწიფოს ეწვია.
თუმცა, როგორც იაპონია, ასევე ჩინეთიც ამ ასოციაციაში შემავალი ქვეყნებისთვის ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და ასოციაციის რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან ჩინეთს უფრო ახლო თანამშრომლობაც აკავშირებს.
ჯეფ კინგსტონი იაპონიის უნივერსიტეტის აზიური საკითხების კვლევის დირექტორია, რომელიც ამბობს რომ ასოციაციაში შემავალი ქვეყნების მიერ იაპონია ჩინეთის საპირწონედ აღიქმება.
ჯეფ კინგსტონი: როდესაც აბე რეგიონში ჩავიდა ის „თავისუფლების და აღორძინების“ იდეას უწევდა პროპაგანდას, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. და ამ კონცეფციაში, ნათელი იყო ჩინეთთან ურთიერთდამოკიდებულება. 2007 წელს ურთიერთობა საკმაოდ თბილი იყო. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ ჩინეთი დამაჯერებელ მონსტრს თამაშობს. და ვფიქრობ რომ ახლა სამხრეთ აზიის ქვეყნების მხრიდან ჩინეთთან უფრო თბილი დამოკიდებულებაა, და სამხრეთ აზიის ასოციაციის ქვეყნები პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებენ.
ჩინეთთან მოსალოდნელ კონფლიქტთან დაკავშირებით ხაზგასმით საუბრობს ამერიკა. შაბათს შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ ფლოტის ერთ-ერთი საბრძოლო კრუიზერი იძულებული გახდა მარშრუტი შეეცვლა იმის გამო, რომ ჩინეთის საბრძოლო გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის მარშრუტზე გაჩერდა.
პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადებით, ამერიკული სამხედრო გემი კაუპენსი საერთაშორისო წყლებში მოძრაობდა და ჩინეთის ახალი ავიამზიდის გადაადგილებას აკვირდებოდა. მათი თქმით, ამის შემდეგ მათ პატარა ჩინური გემი დაუდგა წინ, რის გამოც ამერიკულ გემს მოძრაობის სწრაფად შეჩერება მოუხდა.