ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი იაპონიიდან ჩინეთში ჩავიდა


ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი
შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს დღეს პეკინში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ არც-ერთ ლიდერს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია ჩინეთის ახალ თავდაცვის ზონაზე, რომლის დაწესებამ რამდენიმე ხნის წინ იაპონიასა და ჩინეთს შორის დაძაბულობა შექმნა.

შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დამყარებული. მან არაფერი თქვა თავდაცვის ზონაზე, რომელიც გუშინ ბაიდენის იაპონიაში ვიზიტის მთავარი თემა იყო.

სადავო საკითხზე არც სი ძინპინს გაუკეთებია განცხადება. მისი თქმით, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა დადებითად ვითარდება, თუმცა „რეგიონალური ცხელი წერტილების საკითხი“ უწყვეტად იჩენს თავს.

ბაიდენი ჩინეთში იაპონიიდან ჩავიდა, სადაც მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ღრმადაა შეშფოთებული“ ჩინეთის მიერ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ახალი თავდაცვითი ზონის დაწესებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG