ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ პლენარული სხდომა გამართა


დახურულ კრებას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 376 წევრი ესწრებოდა

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ოთხდღიანი მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებზე პარტიის წევრებმა ქვეყნის ეკონომიკაში გასატარებელი ძირეული რეფორმების შესახებ იმსჯელეს.

ჩინეთის ლიდერთა მესამე პლენარულ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მომავალში ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკის მთავარი რესურსი ბაზარი იქნება.

დახურულ კრებას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 376 წევრი ესწრებოდა. მონაწილეებმა უახლოეს ათწლეულში ჩინეთის ეკონომიკის სამომავლო გეგმებიც დასახეს.
XS
SM
MD
LG