ამერიკის შეიარაღებულმა ძალების შეუიარაღებელმა B-52 ტიპის ბომბ-დამშენებმა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას გადაუფრინა. ეს დემონსტრატიული ნაბიჯი ჩინეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც ზღვაში იაპონიის ტერიტორიების მითვისებას ცდილობს.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრომ დროულად ამოიცნო ამერიკული თვითმფრინავები და „მთელი ფრენის მანძილზე მათ თვალს ადევნებდა.“
პენტაგონის განცხადებით, პეკინის მხრიდან ამ მოქმედებას პასუხი არ მოჰყოლია. ფრენამდე ორი დღით ადრე კი, ჩინეთმა აღნიშნული ტერიტორია საკუთარი საჰაერო თავდაცვის ახალ ზონად გამოაცხადა.
ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ორშაბათს განხორციელებული ფრენები დიდი ხნის წინ დაგეგმილი საწვრთნელი სავარჯიშოს ნაწილი იყო. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ეს ვაშინგტონის მიერ პეკინისკენ მიმართული გზავნილი იყო, რომ ამერიკა არ დაუშვებს ჩინეთის მიერ აღნიშნულ საჰაერო ზონაზე კონტროლის დაწესებას.