ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაშია


შინზო აბემ სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებას

იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე აცხადებს, რომ ტოკიოს წინააღმდეგ მიმართული დაუსრულებელი პროვოკაციების გამო, იაპონიის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაშია.

დღეს აბემ სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებას.
იაპონიასა და ჩინეთს შორის დაპირისპირება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის კუნძულებთან დაკავშირებით გრძელდება. კუნძულების ტერიტორიულ უფლებებთან დაკავშირებით ორივე სახელმწიფოს საკუთარი პრეტენზია აქვს.

დღევანდელ გამოსვლაში იაპონიის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, თუმც იქვე დასძინა, რომ სამომავლოდ იაპონიას საკუთარი უფლებების დაცვა თავად მოუწევს.
XS
SM
MD
LG