ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადავო კუნძულები ჩინეთის ზღვაში


იაპონიამ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო კუნძულების ტერიტორიაზე იაპონიამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც იაპონიამ ზღვაში მდებარე კუნძულების ნაწილი შეისყიდა. მათზე ტერიტორიულ პრეტენზიას ჩინეთიც აცხადებს.

ჩინეთს და იაპონიას, აზიის ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე კუნძულები ტოკიომ კერძო იაპონელი მფლობელისგან შეისყიდა. პეკინმა გარიგება არ სცნო და რეგიონში დამატებითი საზღვაო და საჰაერო პატრულის გაგზავნა დაიწყო.
XS
SM
MD
LG