ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაიფუნი ჩინეთში


ხელისუფლებამ ათობით ათასი ადამიანის ევაკუირება მოასწრო, რამაც მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა

ჩინეთში მომხდარი ტაიფუნის შემდეგ მსხვერპლის დაზუსტება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სულ ცოტა 1 ადამიანია დაღუპული და 5 დაკარგული.

ქარის სიძლიერე ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში საათში 150 კილომეტრს აჭარბებდა. კოკისპირული წვიმების გამო დაბლობებში წყალდიდობები და ნიაღვრებია, მთებში კი მეწყერი ჩამოწვა. ჩინეთის ხელისუფლებამ ოთხშაბათს ათობით ათასი ადამიანის ევაკუირება მოასწრო, რამაც მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა. რეგიონში დაკეტილია სკოლები და საჯარო სამსახურები. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
XS
SM
MD
LG