ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

140 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ივლისი


ჩინეთში უპრეცედენტო სიცხის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათავრობამ კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუას განცხადებით, შანხაიში სულ ცოტა 10 ადამიანია დაღუპული სიცხის შედეგად. ტემპერატურა მეცხრე დღეა 38 გრადუსს აღემატება. ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელი 140 წლის განმავლობაში, ჩინეთში ეს ყველაზე ცხელი ივლისია.

არსებობის მანძილზე პირველად, ჩინეთის მეტეოროლოგიურმა ადმინისტრაციამ მეორე დონის გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკაოს და დროის უმეტესი ნაწილი გრილ ადგილებში დაჰყოს.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებას ამ ეტაპზე არ ელოდებიან. მაღალი სიცხეები სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG