ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჩინეთის გამო შეშფოთებას გამოთქვამს


შეერთებული სტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტოკიოში იაპონელ ლიდერებს შეხვდა

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის საჰაერო უსაფრთხოების ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ამერიკა შეშფოთებას გამოთქვამს. ეს განცხადება ბაიდენმა დღეს იაპონელ ლიდერებთან შეხვედრისას ტოკიოში გააკეთა.

იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრისას ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის ცალმხრივი ქმედება სტატუს ქვოს შეცვლის მცდელობაა.
ჯო ბაიდენი ამ საკითხზე კვირის ბოლოს, პეკინში ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრისას ისაუბრებს.

გასულ თვეს ჩინეთმა საჰაერო უსაფრთხოების ინდენთიფიკაციის ზონა დააწესა, რომელშიც იაპონიის ტერიტორიული კუნძულებიც შევიდა. ჩინეთი მოითხოვს, რომ საფრენ ზონაში შესვლამდე თვითმფრინავებმა საკუთარი განრიგი წინასწარ შეათანხმონ.
XS
SM
MD
LG