2013 წელს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში, სირიასთან და ირანთან დამოკიდებულებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა
2013 წელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ათზე მეტ ქვეყანაში სახალხო მღელვარების წელი იყო, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა არაბულ სახელმწიფოებში. ამ პროცესებმა ისრაელს ერთმნიშვნელოვნად მოუტანა შერეული რეაქციები თავდაჯერებულობაზე და გაურკვევლობაზე. სკოტ ბობი იერუსალიმიდან მოგვითხრობს.
ირანის ბირთვულ განვითარებასთან დაკავშირებული ძალისხმევა, რომელიც შეთანხმებით დასრულდა, ისრაელის ლიდერების მხრიდან სერიოზული შეშფოთების საფუძველი გახდა. მცირეოდენ ნაწილს სჯერა, რომ ირანი ამ პროგრამაზე უარს იტყვის, თუმცა უმრავლესობა ამ შესაძლებლობას გამორიცხავს. ეფრემ კამი, რომელიც თელავივის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტში მოღვაწეობს, ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.
ეფრემ კამი: ირანელებს ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ამ პროგრამის შეჩერებისთვის დიდი თანხა არ ჩაუდიათ და დიდი ძალისხმევა არ გამოუჩენიათ. ეს მათი ტაქტიკური სვლა არის, რაღაცა პატარა დათმობაზე მიდიან, იმისათვის რომ ამის სანაცვლოდ უფრო მეტი მიიღონ, როდესაც შესაბამისი დრო მომწიფდება, მერე უკვე თავიანთი ბირთვული პროგრამის განვითარებას გააგრძელებენ.
ისრაელის ლიდერები სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომით კმაყოფილები არიან, რადგან ეს დაპირისპირება უარყოფითად მოქმედებს და შთანთქავს სირიის ხელისუფლების და მისი მოკავშირეების რესურსებს, როგორიცაა ირანი და ჰეზბოლა. თუმცა სიტუაციას უნდა დააკვირდნენ, აცხადებს საერთაშორისო ანტი-ტერორისტული ინსტიტუტის წარმომადგენელი ელი კარმონი.
ელი კარმონი: ვინ გააკონტროლებს უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც ათობით პატარა ორგანიზაციების, ჯიჰადის, სალაიეტების, და საველე მეთაურების მიერ კონტროლდება?
სირიის კონფლიქტმა რეგიონში ისლამისტ სუნიტ და შიიტურ სექტებს შორის დაძაბულობა გააღვივა. ეფრემ კამი ამბობს, რომ ესეც ისრაელისთვის სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა მათ მებრძოლთა მრავალრიცხოვნობა აშფოთებთ.
ეფრემ კამი: ჩვენ შეშფოთებას გარკვეულ მომენტში ის წარმოადგენს, რომ როდესაც დაპირისპირება შემცირდება, ჩვენ შევეცდებით ისინი მოვძებნოთ, ვინც ჩვენს გამოწვევას ცდილობს. ეს პრობლემა ახლა, ამ წუთას არ დგას. ის რაც დაუყონებლივ უნდა მოგვარდეს, არის ამ კონფლიქტთან დაკავშირებული მცირე ინციდენტების მოგვარება, რომელიც მომავალში შეიცვლება.
სამხედრო გადატრიალებამ ეგვიპტეში ისრაელს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ქაიროს დროებითმა მთავრობამ ისრაელთან მდებარე, სინაის მთაზე ტერორისტების თარეში მოსპო. ასევე ისრაელის მოწინააღმდეგე ჰამასის მოძრაობის შესუსტებაც სურთ, რომელიც ღაზის სექტორში სიტუაციას აკონტროლებს.
სამი წლით გაყინული პროცესის შემდეგ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება იმედის მომცემი გახდა, ამ პროცესის მიმართ ზოგიერთი ექსპერტი ოპტიმისტურად განეწყო.
ელი კარმონი ამბობს, რომ თითოეული მხარე უკომპრომისო გადაწყვეტილებისგან თავს იკავებს
.
ელი კარმონი: ისრაელს სჭირდება დროებითი შეთანხმება პალესტინასთან, რომლის საფუძველზე ძალიან მოკლე დროში მათ სიმბოლურად გადაეცემათ ტერიტორიები. ექნებათ თავისუფლად გადაადგილების უფრო მეტი საშუალება, ეკონომიკის სტიმულირების შანსი და მთავარი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც საბოლოო ხელშეკრულებას მოამზადებს.
პალესტინელები პესიმისტურად არიან განწყობილი. მათ არ სჯერათ, რომ ისრაელი მზად არის დათმობებზე წავიდეს. მაგალითად დასავლეთ სანაპიროზე მშენებლობის პროცესის შეჩერება. ამის შესახებ აღმოსავლეთ იერუსალიმის პასიას კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ჰადი აბდულ მადი საუბრობს.
ჰაბი აბდულ მადი: ისინი შეჩერებულები არიან და განაგრძობენ თავიანთი პოზიციის დაცვას, რაც ე.წ. მინუს-ავტონომიას გულისხმობს. რომელიც ისრაელის სამხედრო ძალის მიერ რეგულირდება, აკონტროლებენ დასავლეთ სანაპიროს ხელისუფლებას და მუნიციპალური შეთანხმებების საფუძველზე ოფისებში არაკომპეტენტური ადამიანებს ამუშავებენ.
ისრაელის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან დათმობებზე წავიდნენ, ოღონდ - უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. თუმცა გასულ წელს მომხდარი ინციდენტების სიმრავლით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია.