ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ომი და უსაფრთხოება რეგიონში


ისრაელისთვის სირიის არასტაბილურობასთან ერთად შემაშფოთებელი გარემოებაა მეზობელი ეგვიპტის პოლიტიკური კრიზისი და ალიანსების რღვევა

სირიაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს მისი მეზობლების უსაფრთხოებაზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამ არასტაბილურ მდგომარეობას დასასრულის ნიშნებიც არ ეტყობა.

სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პრემიერ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ხედავს რეგიონალური სტაბილურობისთვის და მათ შორის ისრაელის უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკს.

„შეუძლებელია გადაჭარბებით შეფასდეს რეგიონზე სირიის მოვლენების ზემოქმედება. ლტოლვილთა უზარმაზარი რიცხვი, ფართოდ გავრცელებული ძალადობა, ახლა პოლიომიელიტის შესაძლო ეპიდემიაც, ჯანდაცვის სისტემის რღვევა და ჩვენ თუ წარუმატებელი აღმოვჩნდებით, ალბათ სირიის სახელმწიფოს დანგრევაც, აქედან გამომდინარე საშიში შედეგებით.“

სამოქალაქო ომში გახვეულ სირიის მთავრობას ბევრი არაფერი გაუკეთებია ისრაელის საწინააღმდეგოდ. კატოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი დაგ ბანდოუ ამბობს, რომ სირიის არმიისთვის ცნობილია ისრაელის სამხედრო ძლიერება და ამიტომ არ ფიქრობს მეორე ფრონტის გახსნას.

„ვფიქრობ, ისრაელისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება სირიის შესაძლო დაშლა და ალ-ყაიდას საკითხის წამოწევა. ეს ტერორიზმის საკითხია. ისრაელისთვის ბევრად უარესი იქნება ამბოხებულების გამარჯვება, რადგან ისინი გაცილებით ნაკლებ კონტროლირებადი არიან. მათ შორის მრავალი დაჯგუფებაა. მე ვვარაუდობ, რომ ერთიანი მთავრობა არ იარსებებს.“

ამასთან ერთად არის ირანის მიერ სირიის ძალების მხარდაჭერის საკითხი და ლიბანში არსებული, ანტი-ისრაელური, აგრესიული ჰეზბოლას საკითხი. როგორც იუწყებიან, ისრაელმა რამდენჯერმე განახორციელა დარტყმა ჰეზბოლას სამიზნეებზე, როცა მათ იარაღი შეჰქონდათ სირიაში.ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი აქბარ აჰმედი ამბობს, რომ ისრაელი ყურადღებით ადევნებს თვალს ჰეზბოლას.

„ირანსაც არ შეუძლია უბრალოდ, ასე რომ ვთქვათ, მიატოვოს ეს ველი. ის ასევე ჰეზბოლასაც ეხმარება. ჰეზბოლა მჭიდროდ არის დაკავშირებული სირიის მთავრობასთან და საფუძვლიანადაა წარმოდგენილი ლიბანში. ლიბანის სიტუაციის გამო კი აქ ისრაელიც ერთვება.“

განსაკუთრებით მაშინ, როცა ისრაელი ასე შეშფოთებულია ირანის ბირთვული ამბიციების გამო და შიშობს, რომ საერთაშორისო შუამავლებში ახალი განწყობაა იმისთვის, რომ ირანთან სანქციების შერბილების შეთანხმებას მოაწერონ ხელი. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ეს საშიში შეცდომა იქნებოდა.

„ვფიქრობ, რომ ასეთი პოზიცია, რომელიც გამაგრებულია მსოფლიო მასშტაბის ტერორის პოლიტიკით, ჰეზბოლას, ჰამასის და ყველა ისეთი ძალების მხარდაჭერით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მშვიდობას და მონაწილეობენ სირიის მასობრივ მკვლელობებში... ვფიქრობ, ასეთ რეჟიმს არ უნდა გააჩნდეს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი.“

ისრაელისთვის სირიის არასტაბილურობასთან ერთად შემაშფოთებელი გარემოებაა მეზობელი ეგვიპტის პოლიტიკური კრიზისი და ალიანსების რღვევა, როცა შეერთებულმა შტატებმა შეუწყვიტა ძირითადი შეიარაღებების სისტემების მიწოდება სამხედროების მიერ მხარდაჭერილ, ეგვიპტის სამოქალაქო მთავრობას.

„ეგვიპტე სცილდება საკუთარ, ტრადიციულ, ამერიკის ახლო მოკავშირის როლს.“

საომარი მოქმედებების გაგრძელებასთან ერთად, ამ თვის ბოლოსთვის დაგეგმილმა სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შესაძლოა წლის ბოლოსთვის გადაიწიოს. ამავდროულად ისრაელმა გარკვევით გამოხატა თავისი მზადყოფნა, სირიის შიგნით სამიზნეებზე განახორციელოს დარტყმები, რათა არ დაუშვას ჰეზბოლას ხელახლად შეიარაღება.
XS
SM
MD
LG