ისრაელს და პალესტინლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელება ხვალისთვის იგეგმება. თუმცა, ამ ფონზე ისრაელი წინააღმდეგობით მოცული მშენებლობების პროგრამას და ებრაელთა დასახლების პროცესს აგრძელებს. პალესტინელთა განცხადებით, მშენებლობების განახლება ძირს უთხრის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს. ისრაელის მთავრობის სპიკერი კი აღნიშნავს, რომ საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ, ნებისმიერი ტიპის შეთანხმებაში ისრაელის მხარეს დარჩება.
ისრაელმა ამ კვირაში 2 000 ახალი სახლის მშენებლობა დაამტკიცა, მათ შორის 900 იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში, გილოს უბანში მდებარეობს. აღნიშნული საკითხი ორ მხარეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მთავარ ბარიერად ითვლება. პალესტინელები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს და აღმოსავლეთ იერუსალიმის იმ ნაწილს, სადაც ისრაელი მშენებლობას აწარმოებს, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ და როგორც წესი, ებრაელთა დასახლების პროცესის შეჩერებას მოლაპარაკების დაწყების მთავარ წინაპირობად აყენებენ.