ბრიტანეთის მედია მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს იარაღის გაყიდვის პოლიტიკის გამო. გაზეთებში იბეჭდება იმ ქვეყნებში გადაღებული გრაფიკული ფოტოები, სადაც ბრიტანული იარაღი იყიდება.
ლონდონის კინგის კოლეჯის ომის საკითხების მკვლევარი ჯეკ მაკდონალდი ამბობს, რომ ასეთი რეაქცია მოსალოდნელი იყო:
„პრობლემა, რომელიც ბრიტანეთს აქვს არა მხოლოდ ბრიტანეთისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომელიც იარაღს ყიდის. ხშირად ყველაზე მსხვილი მყიდველები ადამიანის უფლელების უხეში დამრღვევები არიან.“
უკანასკნელი თვეების მანძილზე, სირიის ოპოზიციისთვის დასაველეთის ქვეყნების მიერ იარაღის მიყიდვას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთისგანაც:
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით:
„ევროკავშირი, სინამდვილეში, ცეცხლზე ნავთს ასხამს და ამით სირიის სამშვიდობო დემონსტრაციის პერსპექტივას საფრთხეში აგდებს.“
ამის პარალელურად, რუსეთის მიერ სირიის მთავრობისთვის ანტი-საჰაერო სისტემების მიყიდვამ დასავლეთში და ისრაელში უკამყოფილება გამოიწვია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა:
„ისრაელი შეშფოთებულია იარაღის გადაცემის ასეთი პერსპექტივით. ჩვენ გთხოვთ შეაჩეროთ იარაღის მიწოდება სიტუაციის სტაბილიზებამდე.“
ამ ფონზე, ჩინეთი მსოფლიო იარაღის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ხდება და საკუთარი გადაწყვეტილებების საჯაროდ დაცვა უწევს:
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჰონგ ლი ამბობს:
„იარაღის ექსპორტს რაც შეეხება, ჩინეთი ყოველთვის პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს და ბოლომდე იცავს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.“
მოქნილი სამხედრო ძალისა და დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში თავდაცვის ინდუსტრიას ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უკავია. ამასთან ერთად, ექსპერტები აცხადებენ, რომ დიდი ქვეყნები იარაღის ექსპორტით გავლენას ავრცელებენ მსოფლიოს არასტაბილურ რეგიონებში. ჯეკ მაკდონალდი ამბობს, რომ საქმე არც ისე მარტივადაა:
„მიუხედავად იმისა, რომ იარაღის მიყიდვა უდავოდ უკავშირდება გარკვეული გავლენის მოპოვებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმპორტიორი ქვეყნები ავტომატურად შეიცვლიან დამოკიდებულებას და ადამიანის უფლებების დაცვას დაიწყებენ.“
ეს საკითხი დელიკატური ბალანსის დაცვას მოითხოვს, სადაც სასწორის ერთ მხარეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე, მეორეზე კი სახელმწიფოს ფუნქციონირება და არსებობის შენარჩუნება დევს. განვითარებული ქვეყნებისთვის ეს ვითარება პოლიტიკურ დილემას ქმნის, ეკონომიკურად კი შემოსავლის მნიშვნელოვან