შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ისრაელის უსაფრთხოება როგორც პალესტინასთან, ასევე ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს. ხუთშაბათს ჯონ კერი იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ შექმნას. ჯონ კერის თქმით, ორივე, ამერიკა და ისრაელი, თანხმდება საერთო მიზანზე ირანთან გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების დადების შესახებ.
პრემიერმა ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ის არ ეთანხმება გასულ თვეში ირანთან მიღწეულ დროებით შეთანხმებას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამების შეჩერების სანაცვლოდ, მას სანქციებს უმსუბუქებს. ისრაელის ლიდერის სურვილია, რომ მკაცრი საერთაშორისო სანქციები შენარჩუნდეს მანამ, სანამ ირანი არ დაამტკიცებს, რომ ის ატომურ იარაღზე არ მუშაობს.