ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანის თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოგდებულია, ამბობენ წყაროები


დაზიანება "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ზედაპირზე, რომელიც ყაზახეთში 2024 წლის 25 დეკემბერს ჩამოვარდა.
დაზიანება "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ზედაპირზე, რომელიც ყაზახეთში 2024 წლის 25 დეკემბერს ჩამოვარდა.

ბაქოდან წყაროები იუწყებიან, რომ "აზერბაიჯანის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, რომელიც 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აკტაუსთან ჩამოვარდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედება იყო. ცნობას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ოთხ წყაროზე დაფუძნებით ავრცელებს, რომლებიც მიმდინარე გამოძიებასთან არიან კავშირში.

თავდაპირველ ვერსიად ჩიტებთან შეჯახების ალბათობა განიხილებოდა. თუმცა, მოგვიანებით დაიწყო საუბარი რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებზეც, რომელიც ბოლო თვეებში არაერთხელ გააქტიურებულა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის - ჩეჩნეთშიც. სისტემა ირთვებოდა მაშინ, როცა საჭირო ხდებოდა უკრაინული დრონების თავდასხმის მოგერიება.

ბაქო-გროზნოს რეისზე მომხდარ ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, შემთხვევას 29 ადამიანი გადაურჩა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის დედაქალაქიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩეჩნეთის დედაქალაქში ვერ დაჯდა, მან გეზი კასპიის ზღვის გავლით, ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტისკენ აიღო.

ამ ეტაპზე გამოძიება, რომელსაც აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლები აწარმოებენ, ჯერ კიდევ გრძელდება. წყაროების ცნობით, კატასტროფის ადგილზე ნაპოვნია პილოტების კაბინის ჩანაწერი.

ბორტზე იყო აზერბაიჯანის 42 მოქალაქე, რუსეთის - 16, ყაზახეთის - 6 და ყირგიზეთის - 3 მოქალაქე. აზერბაიჯანმა დაღუპულთა პატივსაცემად, 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG