სამშაბათს, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსული ახალი ამბების სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მორიგი საწვრთნელი ფრენის დროს, კავკასიის მთებში რუსული „სუ-34“ ბომბდამშენი ჩამოვარდა. კატასტროფა სავარაუდოდ ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
სააგენტო „რია“-მ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ციტირება მოახდინა: „ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკაში, მთიან რაიონში, რუსული აერო-კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავი გეგმიური საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილზე ჩამოვარდა. მიწაზე ნგრევა არ მომხდარა. ეკიპაჟი დაიღუპა.“
ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.
„სუხოი სუ-34" საბჭოთა პერიოდის რუსული, ყველა ამინდში მოქმედი, ზებგერითი საშუალო რადიუსის გამანადგურებელ-ბომბდამშენია.