ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პირველი განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მედიას და საზოგადოებას მიღწეული შეთანხმების შესახებ განუცხადა, რომ ბრძოლა ისრაელსა და დაჯგუფება "ჰეზბოლას" შორის დასრულდება.
„მიღწეული შეთანხმება ძალაში შევა ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე. ბრძოლა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე დასრულდება. ამან უნდა უზრუნველყოფს გრძელვადიანი, პრემანენტული მშვიდობა,“- თქვა ჯო ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ჰეზბოლა ვეღარ შეძლებს საფრთხე შეუქმნას და იერიშები მიიტანოს ისრაელზე.
„მომდევნო 60 დღის განმავლობაში, ლიბანის ჯარი აიღებს კონტროლს თავის ტერიტორიაზე ერთხელ და სამუდამოდ. „ჰეზბოლას“ ერთეულებს ძალების აღდგენის საშუალება აღარ მიეცემათ. მომდევნო 60 დღის განმავლობაში, ისრაელი ეტაპობრივად გამოიყვანს ჯარებს ლიბანიდან. მშვიდობიანი მოქალაქეები საზღვრის ორივე მხარეს დაბრუნდებიან საკუთარ სალხებში“,- თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ამ განცხადებას წინ უსწრებდა საფრანგეთისა და ამერიკის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადება. სადაც აღნიშნულია, რომ შეთანხმების საფუძველზე ისრაელი შეწყვეტს ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე იერიშების მიტანას, დასრულდება საომარი მოქმედებები, მეორეს მხრივ ირანის მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ შეწყვეტს ისრაელზე იერიშების მიტანას, რომლის გამოც ლიბანის საზღვართან ისარელის ქალაქების ნაწილი უკვე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ევაკუირებული იყო.
„ეს განცხადება შექმნის პირობებს ხანგრძლივი მშიდობის აღსადგენად და ორივე ქვეყნის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიან სახლებში, საზღვრის ორივე მხარეს“,- წერია განცხადებაში.
განცხადება გაავრცალა ისარელმაც, პრემიერ-მინისტრის გუნდი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ისარელი დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას.
შეთანხმების მიღწევამდე, ისრელის პრემიერ-მინისტრმა ბენიანიმ ნეთანიაჰუმ ერს მიმართა და აღნიშნა, რომ ისრაელმა ბოლო 13-14 თვის განმავლობაში შეძლო და არაერთი მნიშვილევანი ტერორისტი გაანადგურა. აქვე მან განმარტა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლამ“ ლიბან-ისრაელის საზღვართან ძალები აღიდგინოს და ისრაელის მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას.