ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ამ დრომდე უდიდესი თავდასხმა განახორციელა


უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა, გასულ ღამეს, უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა განახორციელა. მათი განცხადებით, თავდასხმის სამინზე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა იყო, შედეგად კი, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ტერნოპოლის დასავლეთ რეგიონში და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები კიევში. დრონებით ამ მასშტაბურ ოპერაციას, თან ერთვის, 2022 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზე, ყველაზე დიდი ყოველთვიური ტერიტორიული მიღწევა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ღამის განმავლობაში, რუსეთის მიერ გაშვებული 188 დრონიდან, 76 ჩამოაგდეს, 96-ის კვალი კი დაიკარგა. მათივე განცხადებით, ხუთი დრონი ბელარუსისკენ გაემართა.

„მტერმა გამოიყენა რეკორდული რაოდენობის „შაჰედის“ და ამასთან ერთად, სხვა დაუდგენელი დრონები, ნათქვამია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, რუსეთმა ასევე გამოიყენა „ისკანდერ-ემ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები. „სამწუხაროდ, იყო დარტყმები კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე და დაზიანდა კერძო და საცხოვრებელი კორპუსები, რამდენიმე რეგიონში დრონების მასიური თავდასხმის გამო“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში. რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თავდასხმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ქსელი ტერნოპილში, დასავლეთ უკრაინის დიდ ქალაქში და ელექტროენერგია შუწყდა რეგიონის დაახლოებით 70%-ს, განაცხადა გუბერნატორმა ვიაჩესლავ ნეჰოდამ ეროვნულ ტელევიზიაში საუბრისას.

ტერნოპოლი, ნატოს წევრი პოლონეთიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 220 კმ-ში მდებარეობს და მის მიმდებარე რეგიონში, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრამდე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG