ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მემარჯვენეთა წარმატების ფონზე, რუმინელი ლიბერალები ცენტრისტ საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერენ მხარს


რუმინეთის მმართველი კოალიციის მთავრობამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი ცენტრისტ კანდიდატს დაუჭირა. ეს კი იმის გამო, რომ ნატოს წევრმა ქვეყანამ, შესაძლოა, უმაღლეს პოსტზე ნატოს მოწინააღმდეგე კანდიდატი აირჩიოს.

დამოუკიდებელი, მემარჯვენე პოლიტიკოსი კალინ გეორგესკუ 62 წლისაა და მისი მხარდაჭერა კენჭისყრის დღემდე მხოლოდ ერთნიშნა რიცხვებში მერყეობდა. კვირას კი, არჩევნების პირველ რაუნდში, ყველასთვის მოულოდნელად დაწინაურდა. ამან, შესაძლოა, უკრაინისადმი ბუქარესტის მტკიცე მხარდაჭერა შეარყიოს.

რუმინეთის მმართველი კოალიციის ორივე პარტიის - მემარცხენე სოციალ-დემოკრატებისა და ცენტრისტ-მემარჯვენე ლიბერალური პარტიის - ლიდერები, მეორე რაუნდში ვერ გადავიდნენ. ეს, ამ წამყვანი პარტიებისთვის, უპრეცედენტო მარცხი იყო. პარტიების თავმჯდომარეებმა პოსტები დატოვეს. ლიბერალთა ახალმა ლიდერმა, ილი ბოლოჯანმა ორშაბათს საღამოს თქვა, რომ პარტია ცენტრისტ-მემარჯვენე კანდიდატს, ელენა ლასკონის დაუჭერს მხარს. ის ოპოზიციური "რუმინეთის გადარჩენის კავშირის" ლიდერია.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ რუმინეთის პროევროპულ მიმართულებას და ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკას", - თქვა მან. "ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდში, ცენტრისტ-მემარჯვენე პარტიას დავუჭერთ მხარს და ნებისმიერი მოლაპარაკების გარეშე, ასევე დავუჭერთ მხარს ქალბატონი ლასკონის კანდიდატურას და პრო-ევროპულ არჩევანს", - თქვა მან.

სოციალ-დემოკრატებს კი, რომელთა თავმჯდომარეც მოქმედი პრემიერ-მინისტრია და არჩევნებში ლიდერად მიიჩნეოდა, ჯერ არც ერთი სხვა კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

რუმინეთში კვირას საპარლამენტო არჩევნები იმართება, 8 დეკემბერს კი საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტურია დანიშნული.

XS
SM
MD
LG